logo_geo
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი პირდაპირ საუბრობენ, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას მეორე ტურის შემდეგ
- +

23 ნოემბერი. 2018. 00:27

 

„სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას მეორე ტურის შემდეგ. ისინი გვიანონსებენ რევოლუციას საკუთარი პირით და საკუთარი სიტყვებით, ფარული მოსმენა არ არის საჭირო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„მე მაქვს მოსმენების საფუძველზე ასეთი ინფორმაცია, რუსთავი 2-ს ვუსმენ ხოლმე და პირდაპირ საუბრობენ სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი იმაზე, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას მეორე ტურის შემდეგ. „იმედზეც“ ისმის იგივე, ისინიც აჩვენებენ შკლიაროვს და სააკაშვილს და ვაშაძეს და გვარამიას, ისინი პირდაპირ საუბრობენ რევოლუციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათ ამ თემაზე საუბარს განსაკუთრებით ბოლო დროს მოუხშირეს, რადგან გაუჩნდათ იმის განცდა, რომ მათთვის ვითარება რთულია.

 

„ჩვენ ვიცით, ჩვენ რა „ღირებულებებზე“ არის აგებული ზოგადად ეს პოლიტიკური ძალა, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ შეუძლია აგრესიის და ძალადობის გარეშე, მათ ექნებათ მცდელობა, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს მცდელობა იყოს წარუმატებელი და ეს ასეც იქნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი