logo_geo
ზვიად აბაშიძე: მესამე სექტორი ეჭვქვეშ აყენებს საზოგადობრივი ნდობის საკითხს
- +

23 ნოემბერი. 2018. 12:59

 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები იმის შესახებ, რომ მთავრობა არალეგალურად პირადობის მოწმობებს ბეჭდავს არჩევნების გასაყალბებლად, ისე, რომ არ არის მითითებული ფაქტები და წყაროები, ეჭვქვეშ აყენებს მათი საზოგადოებრივი ნდობის საკითხს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზვიად აბაშიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს ფაქტი სამწუხაროა, რადგან ჩვენსავით ახალბედა დემოკრატიებისთვის მეტ-ნაკლებად ქმედითი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა ლიბერალური დემოკრატიის აშენების ერთ-ერთ მთავარ იმედს წარმოადგენს.

 

მესამე სექტორმა წესით, ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიის მშენებლობას და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას. ამასთან, ფხიზლად ედგნენ მთავრობას მოდარაჯედ. თუ გავლენიანი არასამთავრობო სექტორი საჯარო პროცესში, როგორც პოლიტიკური სუბიექტი ისე დაიწყებს წარმოჩენას, ამით ნამდვილად დაასუსტებს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას და დააკნინებს მის დადებით აღქმას ფართო საზოგადოებაში“,- განაცხადა ზვიად აბაშიძემ, რომლის აზრით, ხშირია შემთხვევები, როდესაც არასამთავრობო სექტორი პოლიტიკური პროცესის თანამონაწილე ხდება პოლიტიკური პარტიებისა და სხვა პოლიტიკური სუბიექტების მსგავსად, რაც მათ როლს, სამწუხაროდ, არც თუ სახარბიელოდ წარმოაჩენს.

 

მისასალმებელია, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები შესძლებენ შექმნან ერთგვარი გამტარი საჯარო-პოლიტიკურ პროცესსა და ადამიანის კერძო საქმიანობას შორის. მიუღებელია, თუ მათი მხრიდან ჩვენ მივიღებთ დაინტერესებულ მხარეს“, - განაცხადა ზვიად აბაშიძემ.

 

 

big_banner
არქივი