logo_geo
მამუკა ბახტაძე: სრულიად საქართველოს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ
- +

23 ნოემბერი. 2018. 14:09

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული სრულიად საქართველოს სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა.

 

მთავრობის მეთაური საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

 

პრემიერმა წმინდა გიორგის მოღვაწეობაზე ისაუბრა და ქართველ ერს წინსვლა და გაერთიანება უსურვა.

 

„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. დიდმოწამე გიორგის სრულიად განსაკუთრებული ადგილი და როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს მართლმადიდებლობაში. მისი მოღვაწეობა არის ყველაზე კარგი ანალოგი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, სადაც ჩანს ბევრი ტკივილი, მაგრამ ამავე დროს ჩანს ქართველი ერის სულიერი სიმტკიცე. მინდა ჩვენს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ჩვენს ემიგრანტებს კიდევ ერთხელ მივულოცო გიორგობა და ჩვენს ერს ვუსურვო გაერთიანება, ერთსულოვნება და წინსვლა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას სამების ტაძარში, პრემიერთან ერთად, საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

 

big_banner
არქივი