logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ჩემი კონკურენტების არჩევანი იყო, რომ ყოფილიყო ფსიქოლოგიური ძალადობის წინასაარჩევნო კამპანია
- +

24 ნოემბერი. 2018. 17:05

 

 

„ჩემი კონკურენტების არჩევანი იყო, რომ ყოფილიყო ფსიქოლოგიური ძალადობის წინასაარჩევნო კამპანია“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას სურდა ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, თუმცა მისი კონკურენტის არჩევანი სხვა იყო.

 

„მქონდა წინადადება, რომ ჩაგვეტარებინა ევროპული სტილის წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი კონკურენტების არჩევანი იყო, რომ ყოფილიყო ფსიქოლოგიური ძალადობის კამპანია. ყველაზე უფრო შემაშფოთებელია, რომ კამპანიის დროს ვრცელდება ის, რაც არის ტიპურად რუსული მეთოდები, ბოლშევიკური მეთოდები, ადამიანის დისკრედიტაციის, ყველა კუთხით, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, ამას  ვპასუხობდი მოთმინებით და ბოლომდე გავიტან მოთმინებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი