logo_geo
ირაკლი კობახიძე: რევოლუციური სცენარი, ბუნებრივია, ვერ განხორციელდება
- +

26 ნოემბერი. 2018. 22:19

 

 

„დესტაბილიზაცია ვერ განხორციელდება და მოვუწოდებ ყველას, თავი აარიდონ ასეთ პროვოკაციებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს შექმნას აგრესიული გარემო. ამას ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას. ასევე, ხშირად საუბრობენ რევოლუციურ სცენარზე. ამაზე საუბრობდნენ სააკაშვილი, ვაშაძე, "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები. იმედია, მათ ეს განზრახვა არ ექნებათ ბოლომდე გონებაში. ჩვენ რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში უზრუნველვყოფთ წესრიგის თავიდან ბოლომდე დაცვას. რევოლუციური სცენარი, ბუნებრივია, ვერ განხორციელდება. დესტაბილიზაცია ვერ განხორციელდება და მოვუწოდებ ყველას, თავი აარიდონ ასეთ პროვოკაციებს. ჩვენთვის მთავარია არჩევნების სათანადოდ ჩატარება და ამისკენ უნდა იყოს, წესით და რიგით, მიმართული თითოეული საარჩევნო სუბიექტის, თითოეული პარტიის ყურადღება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი