logo_geo
მამუკა მდინარაძე აჰმედ ჩატაევზე: ის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი
- +

26 ნოემბერი. 2018. 23:12

 

 

„საერთაშორისო ტერორიზმში მხილებული აჰმედ ჩატაევი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი და ასრულებდა მიხეილ სააკაშვილის ოპერატიულ დავალებებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მდინარაძე აღნიშნულ თემაზე „იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

 

„დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ გუშინ მივადევნე თვალ-ყური საკმაოდ კვალიფიციურ ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც კარგად ჩანდა, ეს ინფორმაცია ისედაც იყო და ახალი ამბავი არ არის, რომ საერთაშორისო ტერორიზმში მხილებული ადამიანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი და მათ მიერ ჩამოყვანილი. ბუნებრივად მოდის ინფორმაცია, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიებიდან, რომ ამ ადამიანის მიმართ საქართველოში სპეციალურად შეიქმნა საქმე, რომელიც იძლეოდა საშუალებას, რომ ეს ადამიანი გაეშვათ. ასეც მოიქცა „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დროზე და გამოიყენა ეს ადამიანი თავის პროექტად. ის ასრულებდა „ნაციონალური მოძრაობის“ და კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის ოპერატიულ დავალებებს. ამ მიზნით იქნა თავის დროზე გამოყენებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

„როგორ შემოიყვანა ყოფილმა ხელისუფლებამ აჰმედ ჩატაევი საქართველოში და როგორ გაყალბდა საქმე მისი ექსტრადირებისთვის”, – ამის შესახებ ინფორმაცია „იმედის კვირამ“ მოიპოვა.

 

 

big_banner
არქივი