logo_geo
მამუკა ბახტაძემ ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
- +

28 ნოემბერი. 2018. 20:49

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

 

„ჩვენთვის, როგორც მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვან იყო როგორც პირველი ტურის, ასევე მეორე ტურის შედეგები. ჩვენ ხალხისგან გზავნილი მივიღეთ. დღეს არ არის ის დრო, რომ ზეიმისთვის დავკარგოთ. ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას ქვეყანში, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გადავლახოთ ყველა პრობლემა და გამოწვევა. ეს ჩვენი მიზანია და ამას აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58 %, გრიგოლ ვაშაძემ კი 42 % მიიღო.

 

ხოლო, „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა 55%-იანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 45%.

 

დღეს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.

 

 

big_banner
არქივი