logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ამ არჩევანს დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
- +

28 ნოემბერი. 2018. 21:32

 

 

„ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე, იმაზე, რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას, წინსვლას და გათავისუფლებას“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

 

„მივესალმები ჩვენს ყველა მოქალაქეს, ვინც ახლა გვისმენს. მინდა ყველას ვუთხრა, პირველ რიგში, დიდი მადლობა, ყველას ვუთხრა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ჩემს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი. ამ არჩევანს დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე, იმაზე, რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას, წინსვლას და გათავისუფლებას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

ეგზიტპოლების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

 

 

big_banner
არქივი