logo_geo
ირაკლი კობახიძე: საზოგადოებას დავანახეთ, რომ მათი გზავნილი მიღებულია
- +

28 ნოემბერი. 2018. 23:58

 

 

„საზოგადოებას დავანახეთ, რომ მათი გზავნილი მიღებულია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

 

„არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრი რამ შესაცვლელი იყო. საუბარია როგორც გუნდის, ისე შტაბის მუშაობაზე. ამ კუთხით ბევრი რამ შეიცვალა. გაუმჯობესდა მენეჯმენტი საარჩევნო შტაბში. გარდა ამისა, ჩვენ საზოგადოების წინაშე სხვადასხვა ინიციატივით წარვდექით. აქ საუბარი არ არის მაინც და მაინც სოციალურ ინიციატივებზე“, - განაცხადა კობახიძემ.

 

კობახიძის თქმით, სხვადასხვა მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

 

„ჩვენი მომავალი საქმიანობის უმთავრესი მიმართულება იქნება განახლება, გადახალისება და ეფექტური მუშაობა ყველა კუთხით მომდევნო ორი წლის განმავლობაში - 2020 წლის არჩევნებამდე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი