logo_geo
გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის ინიციატივაზე: ის, რაც არ გაცხადებულა ამ ტრიბუნიდან, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად
- +

29 ნოემბერი. 2018. 02:37

 

 

„ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პირდაპირ არ უპასუხა.

 

„ძალა ერთობაშიას“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვას პრეზიდენტობის კანდიდატმა ასე უპასუხა: თქვენ ჩემი სახელი და გვარი იცით?!

 

„მე უპირველეს ყოვლისა ჩემი მეუღლის, ჩემი ქალიშვილის და ამ ადამიანების გუნდის წევრი ვარ. ის რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა და არ გაცხადებულა ამ ტრიბუნიდან, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად”, - აღნიშნა ვაშაძემ და ჟურნალისტის მორიგ კითხვის პასუხად იზიარებს თუ არა იგი ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივას სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, განაცხადა: „რომ ვიზიარებდე, ეს იქნებოდა ამ შტაბის და გაერთიანებული ოპოზიციის აზრი“, - აღნიშნა ვაშაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი