logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ეს იყო არჩევანი ევროპელ დიპლომატსა და საბჭოთა დიპლომატს შორის
- +

29 ნოემბერი. 2018. 23:22

 

 

„ეს არჩევნები ევროპელ დიპლომატსა და საბჭოთა დიპლომატს შორის არჩევანი იყო“, -  ამის შესახებ საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ეს ასევე იყო არჩევანი წარსულს, სააკაშვილს, რომლის რეჟიმი სასტიკი იყო ხალხთან მიმართებაში და “ქართულ ოცნებას” შორის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უძღვის”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, “საზოგადოებაში ბევრი იმედგაცრუებაა, თუმცა სტაბილურობის ექვსი წელი არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება”. “ვინაიდან სტაბილურობის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ევროპის ნაწილი გავხდეთ, რაც ქართველების 80%-ზე მეტს სურს”, - აღნიშნა მან.

 

სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტობის პირველი რამდენიმე კვირა ან თვე ყველაზე რთული იქნება.

 

„ჩვენ გაერთიანება გვჭირდება ამ ხისტი კამპანიის მერე. ძალიან ბევრი „ფეიკ-ნიუსი” იყო. ეს საბჭოური სტილის “ფეიკ-ნიუსი” იყო. მე КГБ-ს აგენტსაც კი მეძახდნენ, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, თუმცა შემდეგ უეცრად აღმოვაჩინე, რომ იყო ხალხი, ვისაც ამის სჯეროდა. თუმცა, ყველაფერი ეს წარსულში უნდა დავტოვოთ, უნდა დავწყნარდეთ და გაერთიანების პროცესი დაიწყოს”, - დასძინა მან.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი