logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: მეეჭვება სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა მივცე
- +

30 ნოემბერი. 2018. 00:34

 

„მეეჭვება მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა მივცე“, - ამის შესახებ საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „BBC“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

„პირველ რიგში საჭიროა იმ სისხლის სამართლის საქმეებში გარკვევა, რომელიც მის წინააღმდეგაა აღძრული და ეს მოქალაქეობის საკითხი არაა, არამედ მართლმსაჯულების აღსრულების საკითხია უპირველეს ყოვლისა”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსთან კავშირი დაკარგა.

 

„აშკარა პრობლემაა მის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც მან გუშინ და დღეს გააკეთა. ის მოუწოდებდა პოლიციელებს და სამხედროებს ვიღაცის მხარე დაეჭირათ. მან დაკარგა კავშირი ამ ქვეყანასთან. ის დღეს უცხოელია, რომელიც ქვეყანაში ხალხს ვითარების დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს. ამ ქვეყანას არასტაბილურობა არ სჭირდება. ხმები, რომელიც ხალხმა გუშინ მისცა - ეს სტაბილურობისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის მიცემული ხმებია”, - დასძინა მან.

 

 

 

big_banner
არქივი