logo_geo
ალექსანრდე ქანთარია: NDI-მ სულ რომ ხალიჩები გაგვიფინოს...
- +

18 იანვარი. 2017. 13:42



„კვლევები ხშირად არ ემთხვევა რეალობას, NDI-მ სულ რომ ხალიჩები გაგვიფინოს - „თქვენა ხართ რაც ხართო", მგონია, არც ის უნდა იყოს დიდად სარწმუნო და არც ახლა ეს შედეგები", - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 33 %-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.


„ცდომილებები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურად არ იღო და ამ მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევა არ განავითარო. მაჟორიტარებს გვიან მოუწიათ ამომრჩევლებთან შეხვედრა, მოგეხსენებათ ძალიან გაიჭიმა პარლამენტის მუშაობის დაწყება, ბიუროების გახსნა, იყო გარკვეული სირთულეები და ვფიქრობ, ყველა მაჟორიტარმა მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რომ თავისთავი დადებითად დაამახსოვროს ამომრჩეველს", - აღნიშნა ქანთარიამ.


ქანთარიას თქმით, NDI-ს კვლევა „არ არის ბეჭედდასმული ვერდიქტი, უტყუარი ჭეშმარიტება, ეს არის რაღაც გამოკითხვებზე დაყრდნობილი დასკვნა, რომელსაც ვიღაც შეიძლება ენდოს და ვიღაც - არა".

 


 

big_banner
არქივი