logo_geo
ნიკა მელია: მომდევნო კვირას ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას ვაპირებ და ეს კომფორტული არ იქნება
- +

21 იანვარი. 2017. 23:05


 


„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ მომდევნო კვირას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას გეგმავს. როგორც მელიამ აღნიშნა, პარტიას აინტერესებს მერაბიშვილის პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის თანამდებობაზე დარჩენასთან დაკავშირებით.


„მომდევნო კვირას მასთან შეხვედრას ვაპირებ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს კომფორტული არ იქნება, რადგან აუდიო-ვიდეო კამერების თანხმლებით უწევს პატიმარს შეხვედრა. პარტიას აინტერესებს მისი ხედვა და პოზიცია. ვანო მერაბიშვილზეა ყველაფერი დამოკიდებული. მოხარული ვიქნები, თუ თავის პოსტზე დარჩება. დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი მოიქცევა გიგი უგულავასგან აბსოლუტურად განსხვავებულად", - განაცხადა ნიკა მელიამ.


„ნაციონალურმა მოძრაობამ" ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე დატოვა. ვანო მერაბიშვილმა კი სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომ ეს მის პოზიციას არ ასახავს.




 

big_banner
არქივი