logo_geo
ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილება
- +

23 იანვარი. 2017. 17:26



„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს შეხვდა.


შეხვედრიდან გამოსულმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხდა, რომ მერაბიშვილის გადაწყვეტილებაა, „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის თანამდებობაზე არ დარჩეს. 

 

„ვანო მერაბიშვილის პოზიციაა, რომ იგი არ დარჩეს „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის თანამდებობაზე", - განაცხადა ნიკა მელიამ. 


რაც შეეხება პარტიაში დარჩენის ან პარტიიდან გასვლის საკითხს, მისი თქმით, ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას თავად ვანო მერაბიშვილი გააკეთებს.


„ის ამჟამად ელოდება სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის სხდომას, სადაც მისი საქმე განიხილება. გადაწყვეტილების შემდეგ ვანო მერაბიშვილი თავად გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას", - განაცხადა მელიამ.


 

big_banner
არქივი