logo_geo
ჯონი ხეცურიანი: მანანა კობახიძე ობიექტური მოსამართლე იქნება!
- +

24 იანვარი. 2017. 00:03


 

 

„მანანა კობახიძეს ისეთი მონაცემები აქვს, რომ ობიექტური მოსამართლე იქნება", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე ჯონი ხეცურიანმა განუცხადა, რითაც ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დეპუტატ მანანა კობახიძის კანდიდატურის წარდგენის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

 

„იქნება თუ არა მიკერძოებული, ამას გამოაჩენს თავად მისი მუშაობა. ზოგადად, კარგი იურისტია, თანამშრომლობდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, როცა არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა - სარჩელები შემოუტანია ჩვენთან, საკონსტიტუციო სასამართლოში და რამდენიმე დაკმაყოფილდა კიდეც. ასევე, იცნობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ამის გათვალისწინებით, ამ სფეროში აქვს გარკვეული გამოცდილება. დანაჩენს დრო გვაჩვენებს", - განაცხადა ჯონი ხეცურიანმა.


კონსტიტუციონალისტი ფიქრობს, რომ კობახიძის დანიშვნა „კარგი შევსება იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსი".

 

„როგორ იმუშავებს, ამას გამოაჩენს პრაქტიკა, მაგრამ მონაცემები ისეთი აქვს, მგონია, რომ ობიექტური მოსამართლე იქნება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ის მარტო არ იღებს გადაწყვეტილებებს. სასამართლოში ორი კოლეგიაა და გადაწყვეტილებები კოლეგიალურად მიიღება. როგორც უკვე ვთქვი, მას გამოცდილება აქვს ამ სფეროში. უცხო არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა და კარგი იურისტია", - აღნიშნა ჯონი ხეცურიანმა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი