logo_geo
ზუგდიდში მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი შენგელია დაასახელა
- +

25 მარტი. 2019. 14:10

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს შუალედურ არჩევნებში მერობის კანდიდატები წარადგინა.

 

ზუგდიდში მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია დასახელდა.

 

გთავაზობთ ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას ბიოგრაფიას:

 

გიორგი შენგელია, დაიბადა  1981 წლის 8 იანვარს ქ.ზუგდიდში.

 

განათლება - 1998-2003 წელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა ფინანსები და საბანკო საქმე.

 

სამუშაო გამოცდილება:

2004 წელი - „საქართველოს ბანკი“ (ზუგდიდის ფილიალი) საკრედიტო ექსპერტი.

2005-2008 წელი - სს. „საქართველოს ბანკი“ (ზუგდიდის ფილიალი) საკრედიტო ჯგუფის უფროსი.

2008-2009 წელი - „სახალხო ბანკი“ (ზუგდიდის ფილიალი) მმართველი.  

2009-2010 წელი - „ლიბერთი ბანკის“ სამეგრელოს რეგიონალური ფილიალის დირექტორის მოადგილე.

2011-2018 წელი - „თიბისი ბანკის“ ზუგდიდის სერვის-ცენტრი N1-ის დირექტორი.

2018-დან დღემდე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.

 

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

 

big_banner
არქივი