logo_geo
მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ ვლადიმერ კახაძე დაასახელა
- +

25 მარტი. 2019. 14:30

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს შუალედურ არჩევნებში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

 

თბილისში, მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ ვლადიმერ კახაძე დაასახელა.

 

გთავაზობთ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის ვლადიმერ კახაძის ბიოგრაფიას:

 

 ვლადიმერ კახაძე დაიბადა 1953 წლის 28 ოქტომბერს ქ. თბილისში.

1978-1979 წელი - ქ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი.

1979-1981 წელი - ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრა, კლინიკური ორდინატორი.

1981-1987 წელი - ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრისა და სხივური დიაგნოსტიკის კათედრა და ცენტრალური კლინიკური ლაბორატორიის ბაზაზე - სასწავლო სამედიცინო საკონსტრუქტორო-საკვლევი ბიურო - კურსის ხელმძღვანელი.

1987-1991 წელი - რესპუბლიკური დიაგნოსტიკური ცენტრი - ულტრაბგერითი განყოფილების ხელმძღვანელი.

1991-1993 წელი - სამედიცინო ფირმა „ოჯახი და ქორწინება“ - ექიმი.

1993-1998 წელი - სამედიცინო ფირმა „ლაფორტუნადო“ - პრეზიდენტი.

1998-2002 წელი - ქ.თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

2002-2006 წელი - სამედიცინო ფირმა „ლაფორტუნადო“ - კონსულტანტი.

2006-2012 წელი - სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ - ჩემი ოჯახის კლინიკა -კონსულტანტი.

2012-2015 წელი - სამედიცინო ფირმა „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია“ - კონსულტანტი.

2015 წლიდან - დღემდე - სამედიცინო კლინიკა „მზერა“ - ექიმი-რადიოლოგი.

2015 წლიდან-დღემდე - საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (ასოცირებული).

2002 წლიდან - ღირსების ორდენის კავალერი (საქართველოში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის დანერგვა-პოპულარიზაციისთვის).

2008 წლიდან - საქართველოს წმინდა ნინოს სახელობის ექიმთა საზოგადოების თავმჯდომარე.

2010 წლიდან - მწერალთა კავშირის წევრი (გამოცემული აქვს სამი კრებული).

2014 წლიდან - ჟურნალის „განსაკუთრებული ჟურნალი“ რედაქტორი.

1966-1983 წელი - რესპუბლიკური, საკავშირო, საერთაშორისო და მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი.

 

20 სამეცნიერო შრომისა  და 1 საავტორო უფლების მფლობელი.

 

 

big_banner
არქივი