logo_geo
ხულოში მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ ვახტანგ ბერიძე წარადგინა
- +

25 მარტი. 2019. 14:37

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს შუალედურ არჩევნებში მერობის კანდიდატები წარადგინა.

 

ხულოში მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ ვახტანგ ბერიძე წარადგინა.

 

გთავაზობთ ხულოს მერობის კანდიდატის ვახტანგ ბერიძის ბიოგრაფიას:

 

ვახტანგ ბერიძე, დაიბადა 1974 წლის 20 ივნისს, ხულოს რაიონის სოფელ მერჩხეთში.

 

განათლება:

1994 -1999 წელი - ქალაქ ბათუმის საერთაშორისო ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა.

 

სამუშაო გამოცდილება:

1996-2000 წელი - შსს ქალაქ ბათუმის ობიექტების დაცვის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური.

2000-2001 წელი - შსს ხულოს რაიონული განყოფილების ღორჯომის ქვეგანყოფილების უბნის ინსპექტორი.

2001-2005 წელი - შსს ხულოს რაიონული განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ქვეგანყოფილების ინსპექტორი.

2005-2008 წელი - 2011-2018 შსს ხულოს რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის უფროს ინპექტორ-გამომძიებელი.

2008-2012 წელი - შსს აჭარის ა.რ. მთავარი სამმართველოს ხულოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი.

2013 წლიდან - პოლიციის პოლკოვნიკი.

2012-2017 წელი - შსს აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს უფროსი.

2017-2018 წელი - შსს აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

2018 წლიდან - დღემდე - ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/მერის მოვალეობის შემსრულებელი.

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 

big_banner
არქივი