logo_geo
ოთარ კახიძე: ციხეებში 2012 წლამდე ვითარების გამართლება მიუღებელია!
- +

1 თებერვალი. 2017. 22:44



საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ 2012 წლამდე ციხეებში არსებული ვითარების გამართლება კატეგორიულად მიუღებელია. ამის შესახებ კახიძემ „ტაბულას", შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას განცხადების კომენტირებისას განუცხადა.


„ქარდავამ" აფხაზეთის ხმასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ციხეებში სისტემური დანაშაული არ ხდებოდა და ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული პროვოკაცია, რაც სისტემურ პრობლემად წინა ხელისუფლების „ერთმა ჯგუფმა" აღიარა.


„ტაბულასთან" საუბარში ოთარ კახიძე ამბობს, რომ მისი აზრით, ქარდავა ამ ჯგუფში ენმ-დან წასულებს გულისხმობს.


„ცუდია, თუ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული პირები ამგვარად აყენებენ საკითხს, რომ წარსულის ადეკვატური შეფასება არის თავზე ნაცრის დაყრა. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით 2012 წლამდე ციხეში არსებული ვითარების იმგვარ შეფასებას, თითქოს არაფერიც არ მომხდარა. ამ სიტუაციის გამართლება არის ჩვენთვის მიუღებელი. პირიქით, ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ რა პრობლემების წინაშე ვიდექით მაშინ, გავიაზროთ ჩვენი შეცდომები და სამომავლოდ ადამიანის უფლებათა ისეთი სისტემა შევქმნათ, რომელიც ადამიანთა წამებას და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას გამორიცხავს. ამ საკითხებზე პოზიციონირება იყო მნიშვნელოვანი ფუნდამენტური განსხვავება ჩვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის", - ამბობს კახიძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი