logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა
- +

26 მარტი. 2019. 13:40

 

საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობაზე, სამომავლო პერსპექტივებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს დღეს გამართულ შეხვედრაზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა  კარლ ჰარცელმა.

 

 

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის  დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი