logo_geo
ირაკლი სესიაშვილი: ყველამ კარგად გაიაზროს, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს კორუფციის გარეშე
- +

26 მარტი. 2019. 14:51

 

„ყველამ კარგად გაიაზროს, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს კორუფციის გარეშე და სახელმწიფოსგან ყოველთვის ელოდონ ძალიან მკაცრ მოპყრობას“, - ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსის დაკავებას.

 

სესიაშვილის თქმით, ხელისუფლება ყოველთვის უმკაცრესი იქნება კორუფციის მიმართ.

 

„კორუფცია ნებისმიერი ქვეყნისთვის არის გამოწვევა. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის უმკაცრესი იქნება კორუფციის მიმართ. ამიტომ ცხადია, ნებისმიერ ასეთ ფაქტზე სახელმწიფო მოახდენს რეაგირებას და ესაა სწორი მიდგომა. ვინც არ უნდა იყოს, მომხრე იქნება თუ არა, ყველამ კარგად გაიაზროს, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს კორუფციის გარეშე და სახელმწიფოსგან ყოველთვის ელოდონ ძალიან მკაცრ მოპყრობას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი