logo_geo
საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაცია მიიღო
- +

2 თებერვალი. 2017. 14:45


 



ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია მიანიჭა.  ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.


 

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ევროპარლამენტში 553-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი კი 66 დეპუტატი გახლდათ. 



ევროკავშირმა და საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი, 2012 წლის ივნისში დაიწყეს. 2013 წლის 25 თებერვალს ევროკომისარმა საშინაო საქმეთა საკითხებში სესილია მალმსტრომმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად შეასრულა.



 

big_banner
არქივი