logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: გილოცავთ! ეს ნამდვილად ისტორიული დღეა!
- +

2 თებერვალი. 2017. 15:41


 


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოსახლეობას უვიზო რეჟიმის მინიჭებას ულოცავს. ამის შესახებ განცხადებას პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ავრცელებს და აქვე ევროპარლამენტს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.


„გილოცავთ! ეს ნამდვილად ისტორიული დღეა! მადლობა ევროპარლამენტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის უფლების მინიჭებისთვის!" - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

 


ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია მიანიჭა.  ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.


საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ევროპარლამენტში 553 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი კი 66 დეპუტატი გახლდათ.






 

big_banner
არქივი