logo_geo
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებაში 3 მილიარდი აქვს დახარჯული
- +

3 აპრილი. 2019. 16:06

 

„ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულ სიკეთეებს რატომ უკავშირებთ არჩევნებს?“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ზუგდიდში ჩასვლას გამოეხმაურა.

 

„საერთოდ არ იყო ეს ადამიანი პოლიტიკაში, ქველმოქმედებით იყო დაკავებული და ოფიციალურად თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ მასალა სამი მილიარდის ქველმოქმედება აქვს გაკეთებული, რომელიც არის დამტკიცებულია აუდიტით და ყოველთვის სიკეთეს აკეთებდა და აგრძელებს სიკეთის კეთებას და მე მგონი არასწორი იქნება დავუკავშიროთ არჩევნებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი