logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ აფხაზ ძმებს და დებს არ ვაჩვენეთ, რომ ვართ ერთიანები და ვვითარდებით, ვერ დავარწმუნებთ, რომ გაერთიანების დრო დადგა
- +

6 აპრილი. 2019. 17:13

 

 

„რამდენიმე კილომეტრში არის ჩვენი ტკივილი და სიამაყე - აფხაზეთი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„თუ ჩვენ ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს არ ვაჩვენეთ, რომ ვართ სტაბილურად, ვართ ძლიერები, ვართ ერთიანები და ვვითარდებით, ჩვენ მათ ვერ დავარწმუნებთ იმაში, რომ გაერთიანების დრო დადგა. ამიტომ, ეს უნდა გვახსოვდეს. ჯერ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნის გარშემო და ეს მიზანი უნდა იყოს ერთიანი ძლიერი სახელმწიფო. ამის შემდეგ ჩვენ უნდა შემოვიერთოთ ჩვენი ძმები და დები, დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი