logo_geo
„ქართულმა ოცნებამ“ ზესტაფონის მერის შუალედურ არჩევნებში გიორგი გოგლიჩიძის კანდიდატურა წარადგინა
- +

7 აპრილი. 2019. 17:44

 

 

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ზესტაფონის ამომრჩეველს მერის შუალედურ არჩევნებში გიორგი გოგლიჩიძის კანდიდატურა წარუდგინა. როგორც გოგლიჩიძის წარდგენისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, შუალედური არჩევანი არის იმის დასტური, რომ ხელისუფლებას ესმის საკუთარი მოსახლეობის ხმა, დაკვეთა და ასრულებს იმას, რაც საზოგადოებას სურს.

 

„გიორგი გოგლიჩიძე არის კანდიდატი, რომელიც არის განათლებული, პრინციპული და წესიერი ადამიანი. როდესაც მე მას ხელი ჩამოვართვი, დავრწმუნდი, რისიც ყოველთვის მჯეროდა - შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. არის შეზღუდული გარემო და ჩვენ ყველამ ეს გარემო უნდა გავხსნათ და გავაუმჯობესოთ“, - მიმართა შეკრებილებს არჩილ თალაკვაძემ.

 

მან აქვე აღნიშნა, რომ გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონში დაწყებულ საქმეებს დაასრულებს და ბოლომდე მიიყვანს.

 

19 მაისს საქართველოში პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდება.

 

 

 

 

big_banner
არქივი