logo_geo
ზაზა გაბუნია: „ნაციონალური მოძრაობა“ მედიის თავისუფლების თემით სპეკულირებს!
- +

10 თებერვალი. 2017. 02:36


 

„ის ინფორმაცია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა ადრე თურმე არ ყოფილა სიმართლე. კერძოდ არავითარი ქრთამი არ აუღია არც ნატა ნაზღაიძეს, არც მის ძმას და ამას ადასტურებს ზვიად ჩოხელი. რეალური მეპატრონე ჰყავს სხვა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ „რეპორტიორთან" ისაუბრა. როგორც გაბუნია აღნიშნავს, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის მიცემა არ შეესაბამება სიმართლეს და ეს დამტკიცდა დღეს.


„უმრავლესობის წევრები თავიდანვე ვამბობდით, რომ ადგილი ჰქონდა მოსამართლეზე ზეწოლის მცდელობისათვის, რაღაც გარკვეული საკითხის გამოყენებას. ახლა გამოჩნდა რასთან გვქონია საქმე. ის ბრალდებები, რომლებიც არის არაფერ შუაში არაა მოსამართლესთან. ქონება ჩოხელის ყოფილა. ნაზღაიძის ძმასა და მესაკუთრეს შორის ყოფილა გარკვეული ვალდებულებები ფინანსური. საკითხს, როგორც „ნაციონალური მოძრაობა" აყენებს ცალსახად ჩანს, რომ ეს იყო პოლიტიკური სპეკულაცია დუღილის ტემპერატურის მომატების მიზნით. მედიის თავისუფლების თემით სპეკულირებს „ნაციონალური მოძრაობა".

 

ის ადამიანები, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს 120 ადგილას იყო საქართველოს მედიის თავისუფლების კუთხით დღეს მედიის თავისუფლებაზე გველაპარაკებიან. თითქოს ვინმე უქმნის მედია სივრცეს საფრთხეს. ეს თემაც გამოყენებული იყო ამ კონტექსტში. როგორც ხედავთ, კოვზი ნაცარში ჩაუარდათ. ისევე როგორც ყველა ტყუილს ამ ტყუილსაც აღმოაჩნდა მოკლე ფეხები",- განაცხადა გაბუნიამ.

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2" -ის მიერ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის და მისი ძმის მიმართ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელშიც კორუფციულ სქემაზეა საუბარი, შალვა რამიშვილმა გადაცემაში „მედია რენტგენი" ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა.


საუბარია მიწის ნაკვეთზე, რომელზეც 2015 წლის სტიქიის შემდეგ, 1 მილიონი ლარის ოდენობით კომპენსაცია გაიცა.


მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს კომპენსაცია არ მიუღია. როგორც ირკვევა, აღნიშნული მიწის ფართობი მოქალაქე ზვიად ჩოხელმა 2011 წელს შეიძინა იპოთეკური სესხით, თუმცა დროთა განმავლობაში, ვერ მოხერხდა ინვესტორის მოძებნა, ამას დაემატა ფინანსური პრობლემები და ჩოხელმა მიწის ნაკვეთის გაყიდვა გადაწყვიტა. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა მისით ზვიად ნაზღაიძე, რომელმაც მიწის ნაკვეთი გარკვეული პირობებით იყიდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი