logo_geo
მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება მოსახლეობა მუდმივად მოატყუო!
- +

10 თებერვალი. 2017. 02:39


 

„რეალურად ჩაუარდა „ნაციონალურ მოძრაობას" და მის ტელევიზიას სკანდალი, რომელიც გამოაცხვეს ტყუილზე აგებით. რეალურად ეს იყო ვითარების გადასაფარად შემოგდებული ტყუილი",- ამ სიტყვებით შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის გადაცემასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული ინფორმაცია. როგორც მდინარაძემ „რეპორტიორს" განუცხადა, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა და „ნაციონალურმა მოძრაობა" აღნიშნული საქმე გამოიყენა აქამდე გავრცელებული ჩანაწერების  გადასაფარად.


„პრაქტიკულად ავთენტურად დადასტურებული ჩანაწერების გადასაფარად მოიგონეს ეს, თუმცა ვერ მოახერხეს. დღეს კიდევ ერთხელ გაირკვა სიმართლე. დადგინდა რომ მიწის ნაკვეთის მხოლოდ ნომინალური მესაკუთრე იყო ეს ადამიანი და ზიანის ანაზღაურება სხვა ადამიანმა მიიღო. იქ იყო ქეისი, რომელიც არ იყო მარტივი და გამოიყენეს, ჩახლართეს. შეეცადნენ რომ საზოგადოება დაერწმუნებინათ უდიდეს ტყუილში, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. ვფიქრობ, რომ ამას მკაცრი საზოგადოების რეაგირება უნდა მოჰყვეს, რადგან არ შეიძლება მოსახლეობა მუდმივად მოატყუო", - განაცხადა მდინარაძემ.



ტელეკომპანია „რუსთავი 2" -ის მიერ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის და მისი ძმის მიმართ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელშიც კორუფციულ სქემაზეა საუბარი, შალვა რამიშვილმა გადაცემაში „მედია რენტგენი" ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა.


ჟურნალისტი ინტერესდება, რეალურად ეკუთვნოდა თუ არა ეს მიწა მოსამართლის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს და მიიღო თუ არა კომპენსაცია ნაზღაიძეების ოჯახმა


საუბარია მიწის ნაკვეთზე, რომელზეც 2015 წლის სტიქიის შემდეგ, 1 მილიონი ლარის ოდენობით კომპენსაცია გაიცა. ჟურნალისტი ინტერესდება, იყო თუ არა ეს მიწა მოსამართლის ძმის და მიიღო თუ არა კომპენსაცია მისმა ოჯახმა.


მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს კომპენსაცია არ მიუღია. როგორც ირკვევა, აღნიშნული მიწის ფართობი მოქალაქე ზვიად ჩოხელმა 2011 წელს შეიძინა იპოთეკური სესხით, თუმცა დროთა განმავლობაში, ვერ მოხერხდა ინვესტორის მოძებნა, ამას დაემატა ფინანსური პრობლემები და ჩოხელმა მიწის ნაკვეთის გაყიდვა გადაწყვიტა. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა მისით ზვიად ნაზღაიძე, რომელმაც მიწის ნაკვეთი გარკვეული პირობებით იყიდა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი