logo_geo
ეკა ბესელია კახიძეს: იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, რაც არ უნდა ისაუბროთ მასზე, ვერ გააფერმკრთალებთ იმას, რაც გააკეთა
- +

11 თებერვალი. 2017. 22:46



ტელეკომპანია „იმედის" ეთერში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასა და საპარლამენტო უმცირესობის წევრს ოთარ კახიძეს შორის მოსამართლეების საკითხზე კამათი გაიმართა.

 

„სიცრუეა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა თავად განაცხადა, რომ მურუსიძე გადმოიბირა. თქვენ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ იძინებთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


ამ განცხადებას ოთარ კახიძის შეკითხვა მოჰყვა - „მე ვერ ვიძინებ ბიძინა ივანიშვილის გარეშე?"


„საერთოდ ადამიანი ყველაზე ხშირად როდის ახსენდებათ, ან როდესაც უყვართ ძალიან, ან როდესაც ეშინიათ. თქვენ დიდი სიყვარული არ გეტყობათ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ეს არის შიში. მან დაამთავრა ის საშინელი სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში იყო და ჩვენ ვერ ვერეოდით, ვინც ვიდექით ქუჩაში და ვებრძოდით ამ სისტემას, მაშინ როდესაც თქვენ კაბინეტებიდან იარაღებს გვიმიზნებდით, პირადად შენ არა, მაგრამ შენი მეგობრები. ჩვენ ვერ ვერეოდით და ეს ადამიანი გახდა ამ მოძრაობის სულისჩამდგმელი. მესმის, რომ მას ვერ პატიობთ, მაგრამ მას იმდენი სიკეთე აქვს ქვეყნის მიმართ გაკეთებული, თქვენ რაც არ უნდა ისაუბროთ მასზე, ვერ გააფერმკრთალებთ იმას, რაც გააკეთა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.




 

big_banner
არქივი