logo_geo
გიორგი კახიანი ნიკა გვარამიას საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებისკენ მოუწოდებს
- +

15 თებერვალი. 2017. 01:49


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება და სარწმუნო ხდება, რომ ასეთი დიალოგი არსებობდა და ჩანაწერი ავთენტურია.


„ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის სატელეფონო ჩანაწერის ავთენტურობა შსს-მ დაადასტურა. თუ ეს ჩანაწერი რეალური და ავთენტურია, ეს იმას ნიშნავს, რომ კორუფციის გარკვეული ნიშნები არსებობდა. საუბარში სწორედ ეს იკვეთება. თუ ეს ასე არ არის, სწორი იქნება ბატონი ნიკა გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში, მისცეს შესაბამისი ჩვენება და რაც სწორია იმაზე ისაუბროს. ნიკა გვარამიას მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება და სარწმუნო ხდება, რომ ასეთი დიალოგი არსებობდა და ჩანაწერი ავთენტურია", - განაცხადა გიორგი კახიანმა.


შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.


როგორც გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა, არა ნახევარ საათს, არამედ საათნახევარს მოიცავდა და იქ არა მხოლოდ გვარამია-ახვლედიანი, არამედ სამი პირის საუბარი იყო ასახული.


გვარამია კატეგორიულად უარყოფს, რომ მამუკა ახვლედიანს გადადგომის სანაცვლოდ ფული შესთავაზა.


 

big_banner
არქივი