logo_geo
მამუკა მდინარაძე „ნაციონალებზე“: ნებისმიერ სიწმინდესთან შეხების ფასად ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ ყველას, რაც ამაზრზენია
- +

16 თებერვალი. 2017. 19:39



ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა. მდინარაძის თქმით, იმაზე დიდი მარაზმი, როდესაც მოქმედ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი პატრიარქთან ან ეკლესიასთან მიმართებაში რამე ცუდში ბრალს სდებს, ალბათ, აღარ არსებობს.

 

„ყოველთვის ვიქნებით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი უწმინდესობის გვერდით და ვერავის მივცემთ უფლებას, მათი სახელი პირადი და პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენონ. გასაგებია, რომ ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ რაც მათი მხრიდან გვესმის, წითელი ხაზების გადაკვეთა, აბსოლუტური ზღვარდაგასულობა და ასევე, თავის მხრივ, განხეთქილების შემოტანისა და დესტაბილიზაციის, ეკლესიაზე თავდასხმის მცდელობაა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის კრიტიკა მათი და ნიკა გვარამიას პიარისა და მესიჯბოქსის ნაწილი.

 

„ერთი დღით ადრე, ვიდრე პროკურატურა განცხადებას გააკეთებდა, ის ვერსია, რაზეც ახლა თავად აპელირებენ, შემოგვთავზა გვარამიამ. ამის შემდეგ ნორმალურად არავინ მოუსმინა პროკურორის სიტყვებს და ისეთ დღის წესრიგს გვთავაზობენ, რომ ამ თემაშიც კი რაღაც პოლიტიკური ქულები დაიწერონ და პოლიტიკური დარტყმები მიაყენონ სახელმწიფოს, ეკლესიას. ასეთი თამაშის წესები ბუნებაში, პოლიტიკასა და მორალში აღარ არსებობს. გადავიდნენ ყოველგვარ ზღვარს და ნებისმიერ თემასთან, სიწმინდესთან შეხების ფასად, ცდილობენ, რომ ჩრდილი მიაყენონ ყველასა და ყველაფერს. ზღვარგადასული, ნეგატიური პიარკამპანიით ცდილობენ პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების დაწერას, რაც წარმოუდგენელი და ამაზრზენია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


გიგი უგულავას თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისი უწმინდესობა ვერ გადაიტანდა ამ ოპერაციას და ახალი ოპერაცია დაიწყო, კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოს ცხოვრებაში აქტიური ჩარევის ოპერაცია.



 

big_banner
არქივი