logo_geo
„გამოძიების დასრულებამდე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება გამოძიებისთვის დამაზიანებელია“
- +

16 თებერვალი. 2017. 22:45



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება ყველა განცხადება, რომელიც კეთდება საბოლოო შედეგამდე არის თავად გამოძიებისათვის დამაზიანებელი.


„ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება გამოძიების საბოლოოდ დასრულებამდე, არის დამაზიანებელი თავად გამოძიებისათვის. მე პირადად თავს შევიკავებ ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებისგან. მთავარია, ჩვენ არ ვიჩქაროთ, დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიებამ უნდა გასცეს საბოლოო პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც გვაქვს ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულზე. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიების მიერ გაცემულ პასუხებს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


 

big_banner
არქივი