საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტობის კანდიდატები წარადგინა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი - გიორგი გახარია.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი - კახა კალაძე. იგი მომავალ მინისტრთა კაბინეტში შეინარჩუნებს ვიცე-პრემიერის პოზიციასაც.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - მიხეილ ჯანელიძე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი - დავით სერგეენკო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატი - სოზარ სუბარი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი - ალექსანდრე ჯეჯელავა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი - ლევან დავითაშვილი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი - ზურაბ ალავიძე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი - დიმიტრი ქუმსიშვილი. იგი მომავალ მინისტრთა კაბინეტში შეინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის პოზიციასაც.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატი - მიხეილ გიორგაძე.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - ტარიელ ხეჩიკაშვილი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი - ლევან იზორია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი - თეა წულუკიანი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - გიორგი მღებრივილი.
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი - კახა კახიშვილი.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრობის კანდიდატი - გიგლა აგულაშვილი.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - ვიქტორ დოლიძე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი - ქეთევან ციხელაშვილი.