logo_geo
საგარეო საქმეთა მინისტრი ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

26 ნოემბერი. 2019. 11:08

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს  ვოლფგანგ ჰელმიხს.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო - გერმანიის წარმატებულ და ინტენსიურ საპარლამენტო თანამშრომლობას, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობებს.

 

მაღალი შეფასება მიეცა  საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე განხორციელებულ  რეფორმებს, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ისე NATO-თან თავსებადობის მიმართულებით.

 

გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქრთველოს განსაკუთრებული წვლილი NATO-ს სამშვიდობო მისიებში.

 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოს, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას და საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, რომელიც მიმართულია ვითარების დეესკალაციის, ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგებისა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფისაკენ.

 

მხარეები შეხვედრაზე ასევე შეეხნენ გლობალურად არსებულ გამოწვევებს და აღნიშნეს მათ დასაძლევად აქტიური თანამშრომლობისა და ჩართულობის მნიშვნელობა.​

 

big_banner
არქივი