logo_geo
ჰაიკო მაასი: საქართველოს სუვერენიტეტი არ არის ვაჭრობის საგანი, ადამიანების დაკავებას ბოლო უნდა მოეღოს
- +

26 ნოემბერი. 2019. 22:52

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასი აცხადებს, რომ გერმანია მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით და მათთვის საქართველოს სუვერენიტეტი არ არის ვაჭრობის საგანი.

როგორც გერმანელმა დიპლომატმა ბერლინში, თავის ქართველ კოლეგა, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  გერმანია მომავალშიც განაგრძობს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას. 


მისივე თქმით, ბერლინისთვის მიუღებელია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადმიანის უფლებების მხრივ შექმნილი მძიმე ვითარება და მსგავსი ქმედებები უნდა დასრულდეს.

 

რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით. საქართველოს სუვერენიტეტი არ არის ჩვენთვის ვაჭრობის საგანი. ქართველები უკვე ორი წელია უვიზოდ მოგზაურობენ გერმანიაში. თავად ქართველებს  საქართველოში კი ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზს უკეტავენ და  ადამიანებს გადაადგილების თავისუფლება მასობრივად ეზღუდებათ ე.წ  სამხრეთ  ოსეთსა  და აფხაზეთში. ბევრ მათგანს ძალადობრივად აკავებენ და ამას ბოლო უნდა მოეღოს”, - განაცხადა მან.

 

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

 

ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მხარეები დიალოგის გზით შეძლებენ საკითხის გადაჭრის გზების პოვნას. თუკი ჩვენც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში  სიამოვნებით გავაკეთებთ ამას”- განაცხადა მან.

 

 

 

big_banner
არქივი