logo_geo
„ნაცების“ და მათი სატელიტი ტელევიზიების მორიგი ცრუ ინფორმაცია - რა მოხდა სინამდვილეში
- +

27 ნოემბერი. 2019. 15:49

 

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან მიტმასნილი პოლიტიკური პარტიების მხრიდან გუშინ სისტემატიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შსს-ს თანამშრომელმა გრიგოლ ჭელიძემ პროტესტის ნიშნად პოლიციის რიგები დატოვა.

 

„მან უარი თქვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დარბევაზე და უწყება დატოვა“, – აცხადებდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

 

ამასთან, გავრცელდა ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც, გოგა ჭელიძის ოჯახი და ახლო ნათესავები, მათ შორის ბიძა და ბიცოლა ლალი პაპიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან.

 

რა მოხდა რეალურად, გაათავისუფლეს თუ თავად დატოვა პატრულის რიგები გრიგოლ ჭელიძემ?- ამის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას „მარშალპრესი“ შსს-ში შეეცადა.

 

როგორც უწყებაში განგვიმარტეს, გრიგოლ ჭელიძე, სისტემატურად აცდენდა სამსახურს და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა.

 

„იმერეთის მთავარი სამმართველოს მეორე განყოფილების (ხევის) პატრულ-ინსპექტორი გრიგოლ ჭელიძე სისტემატურად აცდენდა სამსახურს და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა, თუმცა, აღნიშნულის დამადასტურებელი ცნობა არც ერთხელ წარმოუდგენია.

 

გრიგოლ ჭელიძე საპატრულო პოლიციაში 2011 წლიდან მუშაობდა, მას არაერთხელ ჰქონდა მიღებული სხვადასხვა ხელმძღვანელის მიერ გამოცხადებული დისციპლინარული სასჯელი - საყვედურის და სასტიკი საყვედურის სახით.

 

გრიგოლ ჭელიძემ ერთ-ერთი მორიგეობის დროს, ხელმძღვანელის გაფრთხილების გარეშე მიატოვა სამუშაო ადგილი და საკუთარი ადგილმდებარეობის შესახებ უშუალო უფროსს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

 

ბოლო საყვედური გრიგოლ ჭელიძემ 2019 წლის 18 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის დირექტორისგან მიიღო. მან ხელმძღვანელობა შეცდომაში შეიყვანა, რომ დაკარგული ჰქონდა სამსახურებრივი მოწმობა. ის 25 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლდა.

 

მნიშვნელოვანია, რომ გრიგოლ ჭელიძე თბილისში ან საქართველოს სხვა რეგიონში საპროტესტო აქციების დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით არც ერთხელ არ ყოფილა მივლენილი. მათ შორის არც 20 ივნისის საპროტესტო აქციის დროს“,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

 

 

big_banner
არქივი