logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: გუნდი დაზიანდა, ის ბევრმა ღირსეულმა წევრმა დატოვა
- +

27 ნოემბერი. 2019. 23:02

 

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივაიშვილი მიიჩნევს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნამ მმართველი გუნდი დააზარალა, რადგან ის ბერმა ღირსეულმა წევრმა დატოვა.

 

„ჩვენ დავზიანდით. გუნდი დაზიანდა, არა მარტო იმიტომ, რომ თავისი გაცხადებული ვერ შეასრულა, ბევრი ღირსეული წევრი ჩვენი გუნდიდან გავიდა და ესეც გუნდისთვის გარკვეული ზიანია“, - განაცხადა ივანიშვილმა გადაცემა  „SWOT ანალიზში“ სტუმრობისას.

 

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება ვერ შეასრულა, რასაც ყველა თავისებურად განიცდი.

 

„მე მძიმედ განვიცდი, ვიღაც მსუბუქად“, - განაცხადა ივანიშვილმა. 

 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.  საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.  

 

 

 

 

big_banner
არქივი