logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: ის იქიდან გზავნის ამ ნაძარცვ ფულს, ქართველი ხალხი ბერკეტებს აღარ მისცემს
- +

28 ნოემბერი. 2019. 02:14

 

ამათ ქართველი ხალხი სამართავ ბერკეტებს აღარ მისცემს, რადგან მახსოვრობა არ წაგვშლია და კარგად ვხედავთ ყველაფერს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე“ გადაცემა „SWOT ანალიზში“ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე საუბრისას განაცხადა.

 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ოპოზიციას დღეს არანაირი შანსი არ აქვს და ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ.

 

 ბიძინა ივანიშვილი პარალელს 2003 წლის მოვლენებთან ავლებს.

 

შევარდნაძის შემთხვევაში ერთი რამ გაიხსენეთ. შევარდნაძემ განცხადება დაწერა, თორემ მაშინაც კონსტიტუციური კოლაფსი ჰქონდათ მათ. ასე ხელისუფლებას ვერ მიიღებდნენ და არჩევნებს ვერ ჩაატარებდნენ. იქაც კი კრიზისი უდგებოდათ მათ და ასე ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდნენ. ოპოზიციას ანალიზის უნარი არ აქვს. უნდა ნახოთ, ერთმანეთს როგორ არწმუნებენ, დღეს არა, ხვალ, ხვალ არა ზეგ. ის იქიდან გზავნის ამ ნაძარცვ ფულს, რომელსაც ურიგებენ ამ ბავშვებს და ნახეთ, როგორ იქცევიან ბავშვები. ჩვენ გვეძახიან „არა ოკუპაციას“, „სამართლიანად ჩაატარეთ არჩევნები“, ვინ და რას იტყვის დღეს, ყველაფერი შეიძლება მოგვაწერონ, მაგრამ დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ მხოლოდ ამომრჩევლის ხმები ითვლება, არავის ეჭვი არ აქვს, არცერთ დამკვირვებელს და არცერთ უცხოელს. თვითონაც კი ვერ ბედავენ ამაზე საუბარს. ხომ გახსოვთ, როგორც ატარებდნენ არჩევნებს? გარდა უამრავი უკუღმართობისა, ბიულეტენებს თვითონ ყრიდნენ ყუთებში. ყველაფერი ხომ შევცვალეთ, არანაირი შანსი არ აქვთ. ეს არის ტრაგიკული, პირველ რიგში, მათთვის, მერე მთელი ქვეყნისთვის, რომ ანალიზის გაკეთების უნარი არ აქვთ, რომ ესენი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ამათ ქართველი ხალხი სამართავ ბერკეტებს აღარ მისცემს, იმიტომ, რომ ჩვენ მახსოვრობა არ წაგვშლია, კარგი მახსოვრობა გვაქვს და კარგად ვხედავთ ყველაფერს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი