logo_geo
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიხედა სარკეში, აი, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
- +

28 ნოემბერი. 2019. 12:55

 

„ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ იყო იმ სურათის წარმოჩენა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო ჩამოყალიბებული“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუსთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი სურათი ინტერვიუში აბსოლუტური სიზუსტით წარმოჩინდა.

 

„ეს სურათი აბსოლუტურად ზუსტად იყო წარმოჩენილი. სწორედ ამიტომ ვისმენდით ჩვენ მთელი დღის განმავლობაში, გუშინ საღამოდან და დღეს დილიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ნერვიულ კომენტარებს. მათ ჩაიხედეს სარკეში, აი, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი