logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა გვაქვს
- +

28 ნოემბერი. 2019. 14:10

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ში  ვიზიტი  შეაფასა.

 

მინისტრმა  ყურადღება  ვიზიტის ფარგლებში გამართულ ნაყოფიერ  შეხვედრებსა  და    აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სამწლიან  ჩარჩო-ხელშეკრულებაზე გაამახვილა, რომელსაც ხელი პენტაგონში მოეწერა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან  უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა აქვს:

 

„პირველი შეფასება, რაც  პენტაგონის უმაღლეს წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა, იყო შემდეგი, რომ ჩვენს უწყებებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ეს არის აშშ-ის  პენტაგონის მთავარი წარმომადგენლის შეფასება. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან,  აშშ-თან  გვაქვს უპრეცედენტოდ  მაღალი დონის თანამშრომლობა და ეს დადასტურდა  სწორედ   ვიზიტის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი  ღარიბაშვილმა.

 

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, აშშ-ს მთავრობა და პენტაგონის წარმომადგენლები ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელებას მოუთმენლად ელიან.

 

 

 

big_banner
არქივი