logo_geo
მამუკა მდინარაძე: პირდაპირ გეუბნებით, სრული სისულელეა...
- +

29 ნოემბერი. 2019. 12:27

 

„პირდაპირ გეუბნებით, სრული სისულელეა ე.წ. გერმანული მოდელის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიას განუცხადა.

 

მდინარაძის თქმით, ოპოზიცია აყენებს ისეთ მოთხოვნას, რომლის დაკმაყოფილება, თავად იციან, რომ შესაძლებელი არ არის.

 

„გერმანული მოდელი - ეს ტერმინი თავადაც გააქრეს და ახლა გადავიდნენ გერმანულის მსგავს, მოდიფიცირებულ მოდელზე.

 

გერმანული მოდელის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, წარმოუდგენელია. ეს იმას ნიშნავს, რომ 77=150-ს. ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით 150-ივე დეპუტატი უნდა აირჩეოდეს პროპორციული სისტემით და მათ შორის პერსონიფიცირება ხედებოდეს. ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ 77 დეპუტატი აირჩევა პროპორციული სისტემით. ვიღაცებს ეს სიით ჰგონიათ, ზოგიერთი იურისტი ტერმინებში ვერ ერკვევა, ისინი პროპორციულის და შერეულის განსხვავებას ვერ გაარკვევენ, გასაგებია. ჩვენთან არის 77 და გერმანიაში არის ყველა პროპორციული სისტემით, მათ შორის პერსონიფიცირებული. ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება. თუ საუბრობენ მოდიფიცირებაზე, აქაც შეუძლებელია ამაზე საუბარი. ობიექტურად მოფიქრალი იურისტი ამას ვერ იტყვის, ამიტომ თვითონვე აყენებენ ისეთ მოთხოვნას, რაც იციან, რომ ჩიხში შეიყვანს ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი