logo_geo
კახა კალაძე: სამართლებრივი დავა „რუსთავი 2”-ის გამო, შეიფუთა როგორც თავისუფალი სიტყვის აპოკალიფსი
- +

6 მარტი. 2017. 23:00



ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ FBკონტაქტის დროს განაცხადა, რომ დარწმუნებულია მედიაომბუდსმენის მუშაობის შედეგად მედიის ხარისხიც აუცილებლად გაიზრდება და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას, მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შესახებ, მიესალმება.


„ვინაიდან „რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესის ირგვლივ მიდის მსჯელობა, ამაზე მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას. მოდით დავიწყებ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ინიციატივით, რასაც მივესალმები მედიაომბუდსმენის შესახებ. თავისთავად მედიის მდგომარეობა დღევანდელი მოცემულობით მე პირადად, როგორც მაყურებელს, მაკმაყოფილებს და ჩემში შფოთს არ იწვევს. ბევრი ტელეკომპანია მაუწყებლობს დღეს ჩვენ ქვეყანაში, ბევრი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაა შექმნილი. პრინციპში ყველა მათგანი გასულია კონტროლის ან ცენზურის ზონიდან, ზოგ შემთხვევაში თვითკონტროლის ზონიდანაც კი. ჩვენ კარგად გვახსოვს ყველას, რა მდგომარეობა იყო ამ მიმართულებით 2012 წლამდე და ძალიან კარგი იქნება თუ მოვიშველიებთ სტატისტიკას, ვნახავთ რამდენი ლიცენზია იყო გაცემული, რამდენი ლიცენზია არის 2012 წლიდან დღემდე გაცემული. ეს ყველაფერი გამოგვადგება შედარებისთვის. ამას დავარქვით ყველამ თავისუფლება და მიგვაჩნია ასევე ყველას, რომ ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ფასეულობა ჩვენს ქვეყანაში. ამის ფონზე სამართლებრივი დავა „რუსთავი 2"-ის გამო, რომელიც შეიფუთა ერთ-ერთი მხარის მიერ, როგორც თავისუფალი სიტყვის აპოკალიფსი, თვალსაჩნოს ხდის ერთ მთავარ პრობლემას - მედიაში მიმდინარე პროცესები დემოკრატიის, იგივე სიტყვის თავისუფლების, სწორი ინფორმაციის გავრცელების სავალდებულო ჩარჩოებს რომ არ გასცდეს ან ამ მუშაობაში გარეშე ძალის შეჭრა და ჩარევა არ მოხდეს, საჭიროა ერთგვარი მონიტორინგი, უფრო სწორად წარმმართველი იდეა, კონცეფცია, რომელიც ამ ვნებებს და ქაოსს წესრიგში მოიყვანს. ამიტომ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა, საერთაშორისო სპეციალისტები იყვნენ მოწვეული ამ ყველაფრის შესასწავლად და მოსაწესრიგებლად, ვფიქრობ არის ძალინ მნიშვნელოვანი და დროული. მე პირადად ვისურვებდი, რომ ბატონი ადამ მიხნიკიც ჩართული ყოფილიყოს ამ ჯგუფის მუშაობაში. ეს უბრალოდ მაგალითად მომყავს, ვინ, თუ არა ის შეაფასებს, შეადარებს და რაციონალურად განსაზღვრავს მედიის თავისუფლების ხარისხს დღევანდელ და გუშინდელ საქართველოში", - აცხადებს ვიცე-პრემიერი.


 

big_banner
არქივი