logo_geo
ზურაბ პატარიძე: შს მინისტრისგან მივიღე გარანტია, რომ ერთ საათში ექვსივე დაკავებული იქნება გათავისუფლებული
- +

12 მარტი. 2017. 01:06

აჭარის მთავრობის მეთაურის ზურაბ პატარიძის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის მიერ დღეს დაკავებული პირს ერთ საათში გაათავისუფლებენ.როგორც პატარიძემ აღნიშნა, აღნიშნული გარანტია მან თავად შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო."პირადად ვესაუბრე შინაგან საქმეთა მინისტრს და ვთხოვე. მივიღე მისგან გარანტია, რომ მაქსიმუმ ერთ საათში ექვსივე დაკავებული იქნება გათავისუფლებული", - განაცხადა ზურაბ პატარიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ჩართვისას.შეგახსენებთ, რომ ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ამ წუთებში აქცია იმართება. აქ შეკრებილები დღეს, ბათუმში დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.თავდაპირველად, „ბათუმი პლაზასთან" ადგილობრივებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქე მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რის შემდეგაც აღნიშნულმა მძღოლმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, მას გამოესარჩლა მეორე მოქალაქე და ორივე მათგანი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.მოგვიანებით აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავეს. 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი