logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: უნდა გვახსოვდეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს წინაშე
- +

12 მარტი. 2017. 07:36



საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკი ღარიბაშვილი ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:



არ შემიძლია უემოციოდ ვუყურო ბათუმში განვითარებულ სრულიად არანორმალურ, ანტისახელმწიფოებრივ და ქაოტურ მოვლენებს. ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისა და შეფასების დრო ახლა არ არის. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რაზეც აუცილებელია დროული, გონივრული და მკაცრი რეაგირება მთავრობის მხრიდან!

 

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს წინაშე.

 

ეს არის სახელმწიფოებრიობის ტესტი, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალზე, ამიტომ მშვიდი და ცივი გონებით მოქმედების დროა", -წერს ღარიბაშვილი.


 

big_banner
არქივი