logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, საკუთარ ინტერესებს ქვეყნის მშვიდობა გადააყოლოს
- +

16 მარტი. 2017. 17:51



განთლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა მცდელობა, ბათუმში 11-12 მარტს განვითარებული მოვლენები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა.



მისივე თქმით, ყველამ კარგად დაინახა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია, საკუთარ ინტერესებს ქვეყნის მშვიდობა გადააყოლოს.


გამოძიება, როგორც კი რაიმე ხელმოსაჭიდი და კონკრეტული ექნება, აუცილებლად გაგვაცნობს. ჩვენი მხრიდან, ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და ვაძლევთ პოლიტიკურ შეფასებას.

მთელმა ბათუმმა, მთელმა აჭარამ და საქართველომ იცის, რომ ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სცადეს, რომ ესარგებლათ არსებული არეულობით თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ვხედავთ, რომ ეს ხალხი მზადაა, თავის პოლიტიკურ ინტერესს გადააყოლოს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა", - განაცხადა ალექსანდრე  ჯეჯელავამ.



 

big_banner
არქივი