იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის" კითხვებზე სერიოზული პასუხების გაცემა უჭირს.
პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, „ნაცმოძრაობის" დეპუტატი ელენე ხოშტარია „რუსთავი 2"-ის საკითხით და ამ თვალსაზრისით, თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადებებით დაინტერესდა.
„გილოცავთ, რომ მავანს გაემიჯნეთ, რომელიც საქართველოსთან კავშირის დამყარებას გვირაბის მეშვეობით აპირებდა. თქვენს კითხვებზე სერიოზული პასუხის გაცემა მიწევდა. ბავშვობაში არც „ძველბიჭობაში" გეჯიბრებოდით, მაშინ წიგნს ვკითხულობდი. როცა მე წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე „ძველბიჭობდით". გისამძიმრებთ, რომ სანდრო გირგვლიანის მეგობარი მანდ ზიხართ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც ირინა ენუქიძის ხსოვნას უღალატა და ოთარ კახიძის გვერდით ზის", - მიმართა წულუკიანმა ელენე ხოშტარიას.