logo_geo
ლევან გოგიჩაიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი გეგმა აქვს!
- +

22 მარტი. 2017. 15:22


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ახალი გეგმა აქვთ  - შეტევა დაიწყეს შსს­ს წინააღმდეგ, სამართალდამცველი უწყებების წინააღმდეგ.


დღევანდელმა გამოსვლებმაც ნათლად დაგვანახა, რომ არაფერი იცვლება ამ ადამიანებში. სხვადასხვა პარალელურ სამყაროში ვცხოვრობთ. ერთი არის რუსთავი 2"­ის იმიტირებული სამყარო, სადაც არის ჩარჩენილი ნაციონალური მოძრაობა" თავისი განაყოფებით და არის რეალური სამყარო, რომელსაც ჰქვია საქართველო და სადაც ვცხოვრობთ ჩვენ. ყველა გამოსვლაში ეს ადამიანები აფიქსირებენ უპრეცედენტო სიძულვილს საქართველოს, საქართველოს დემოკრატიის და იმ ინსტიტუტების მიმართ, რომლებმაც ბოლო პერიოდში, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში მიიღო ნორმალური, ადამიანური სახე. დღეს ეს ადამიანები გამოდიან და გვესაუბრებიან ჩადებებზე, ძალადობებზე, იმაზე, რასაც წლების განმავლობაში სჩადიოდნენ. ახსენებენ გვარებს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო ორი გვარი, რომელიც ახსენეთ, იყვნენ თქვენი ზონდერები. ის ადამიანები, რომელსაც იყენებდით მომიტინგეების წინააღმდეგ, მათ წინააღმდეგ, ვინც მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს. ამას ფაქტებით, ადამიანების მეხსიერებით და იმ მოცემულობით ვამტკიცებთ, რაც ისტორიული მეხსიერებაა. დღეს კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს ადამიანები უტევენ ქართულ სახელმწიფოს, დემოკრატიას. ახალი გეგმა აქვთ, არ დააკლეს ბათუმში პროვოკაციები და ახლა ახალი შეტევა დაიწყეს შსს- წინააღმდეგ, სამართალდამცველი უწყებების წინააღმდეგ",- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.




 

big_banner
არქივი