logo_geo
ეკა ბესელია ანა დოლიძეს: შეურაცხყოფილი ვარ, ისეთი ტონით ელაპარაკებით პარლამენტს!
- +

23 მარტი. 2017. 03:52


 

„მიმაჩნია, რომ ინსტიტუციურად არის ძალიან შეურაცხმყოფელი, ამ ტონით ელაპარაკებოდა პარლამენტს",- ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს პარლამენტში, სადაც გიორგი მარგველაშვილის მიერ ე.წ მოსმენების კანონზე ვეტოს დადება განიხილებოდა.


„ქალბატონო ანა, არც მეტი, არც ნაკლები თქვენთვის კონსტიტუციის 48-ე მუხლის შეხსენება უნდა დავიწყო და ამას ვაკეთებ სრულიად გააზრებულად სწორედ იმ პათოსის, სრულიად შეუსაბამო ტონის, პარლამენტის, როგორც ინსტიტუციისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამო, რაც გამოსვლების ქვეტექტსებშიც იგრძნობოდა, ტონშიც. ძალიან სახიფათოდ მეჩვენება ის ჩანაწერები, რომლებიც პრეზიდენტმა შენიშვნების სახით პარლამენტს გადმოუგზავნა. შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის 48-ე მუხლით, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

 

დიახ, ეს არის პარლამენტი თავისი მრავალფეროვანი, თუ ჭრელი შემადგენლობით, მაგრამ ეს არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. მას სჭირდება სათანადო პატივისცემა და ისეთი ტონითა და შინაარსით საუბარი, რომელიც თავად პრეზიდენტისა და მისი წარმომადგენლის მხრიდან არ დაარღვევს ამ კონსტიტუციურ ბალანსს. თქვენ ამ ბალანსს არღვევთ და ამას აკეთებ ძალიან ცუდი ტონით. მე ვარ პირადად შეურაცხყოფილი, ადამიანი, რომელიც ვარ უკვე მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, მართალია პირველი მოწვევის პარლამენტში ჩემივე სურვილით არ შემოვედი, მაგრამ მესამე მოწვევის პარლამენტს ვუყურებ და მიმაჩნია, რომ ინსტიტუციურად არის ძალიან შეურაცხმყოფელი, ამ ტონით ელაპარაკებოდა პარლამენტს",- მიმართა ბესელიამ ანა დოლიძეს.


 

big_banner
არქივი