logo_geo
მიხეილ ჯანელიძე სალომე სამადაშვილს: ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის!
- +

25 ნოემბერი. 2016. 11:34



შელაპარაკება გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს პროგრამას უსმენდნენ - „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხით, რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ იქნება.



სამწუხაროდ, თქვენ იყავით ის პიროვნება, რომელიც პირდაპირ ეთერში გამოდიოდით და ამბობდით, რომ ქვეყანა, სადაც ასეთი მაღალი კრიმინალია, არ არის ღირსი, ევროპამ უვიზო რეჟიმი მიანიჭოს. „ტაბულას" პირდაპირ ეთერში ხდებოდა ეს. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. იცით, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება. ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ, ისარგებლონ ამ სიკეთით", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 


 

right_banner big_banner
არქივი